TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სევილია მილიკის გაფორმებას ცდილობს

ესპანური წყაროების ცნობით, სევილია იუვენტუსის ფორვარდის არკადიუშ მილიკის ტრანსფერით ინტერესდება.

გაბრიელე გარიდოს ინფორმაციით, ანდალუზიურ გუნდსა და ლევერკუზენს შორის სარდარ აზმუნის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა და ესპანელები მის ნაცვლად მილიკის გაფორმებას ცდილობენ.

პოლონელი ბიანკონერის გეგმებში არ შედის და კრისტიანო ჯუნტოლი მის 7-8 მილიონად გაყიდვას გეგმავს.