ატალანტა კარნეზეკის არ გაყიდის
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების მიუხედავად, ატალანტა მარკო კარნეზეკის გაყიდვას არ აპირებს.
წყაროს ცნობით, მაურიციო სარის იტალიელი კარის დარაჯის შენარჩუნება სურს და ლა დეა მის გაშვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ რომელიმე გუნდი 60 მილიონს გადაიხდის.
იუვენტუსის ინტერესი კარნეზეკის მიმართ ახალი არ არის, თუმცა ტურინულ გრანდს ამ მომენტისთვის იტალიელის გასაფორმებლად საჭირო ფინანსური რესურსი არ აქვს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
