TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფიორენტინა მაკკენის ტრანსფერით ინტერესდება

ფიორენტინა იუვენტუსის ნახევარმცველის უესტონ მაკკენის ტრანსფერით ინტერესდება.

ამერიკელი ფეხბურთელი ბიანკონერის გეგმებში არ შედის და კრისტიანო ჯუნტოლი მის გაყიდვას აქტიურად ცდილობს.

ნიკოლო სკირას ცნობით, იების ინტერესი ამერიკელის მიმართ სერიოზულია და სერაი ა-ში დარჩენის წინააღმდეგი არც თავად მაკკენი გახლავთ, მაგრამ გუნდებს ფინანსური საკითხების თაობაზე საერთო ენის გამონახვისთვის ბევრი მუშაობა მოუწევთ.