TuttoJuve

Juve per sempre sarà

რომანო:“ ბრემერის პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენაა“

ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ გლეისონ ბრემერს იუვენტუსის დატოვება არ სურს და მისი პრიორიტეტი ტურინულ გრანდში დარჩენაა.

წყაროს ცნობით, ის როგორც გუნდის, ასევე ლუჩიანო სპალეტისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და იუვენტუსი მის გაყიდვაზე აქტიურად მუშაობას არ აპირებს.

ბრემერი იუვენტუსს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ წასვლის სურვილი თავად ბრაზილიელმა გამოთქვა და რომელიმე დაინტერესებული მხარე ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხას – 54 მილიონს გადაიხდის.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).