TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსის პირველი წინადადება კოლო მუანის თაობაზე

ჯოვანი კარნევალიმ რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზე მუშაობა განაახლა და პარიზელებს პირველი წინადადებით მიმართა.

SportMediaset-ის ცნობით, იუვენტუსი კოლოს 1-წლიან იჯარაზე მუშაობს, მისი შემდგომში 32-33 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც ტურინული გრანდის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

პსჟ კოლოს სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვს, თუმცა იუვენტუსი დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელის ტურინში გადაბარგების სურვილის ფონზე, ფრანგები ადრე თუ გვიან დათმობაზე წავლენ.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).