TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა სორლოთის ალტერნატივა შეარჩია

იუვენტუსსა და ატლეტიკოს შორის ალექსანდერ სორლოთის თაობაზე შეთანხმება ვერ ხერხდება.

ატლეტიკო 30 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 35-40 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც ტურინული გრანდი არ აპირებს.

Tuttosport-ის ცნობით, იუვენტუსმა სორლოთის ალტერნატივების ძიება უკვე დაიწყო და გუნდის ერთ-ერთი სამიზნე პარმას 24 წლის არგენტინელი ფორვარდი მატეო პელეგრინოა. მისი გაფორმება 20-25 მილიონად იქნება შესაძლებელი.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).