TuttoJuve

Juve per sempre sarà

პერინს იუვენტუსის დატოვება უნდა

იუვენტუსს მატია პერინის შენარჩუნება და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, თუმცა თავად იტალიელს სხვა გეგმები აქვს.

ალფრედო პედულას ინფორმაციით, მატიას მომდევნო სეზონში სათადარიგოთა სკამზე ჯდომა აღარ სურს და მეტი სათამაშო დროის მიღება უნდა, ამიტომ ის იუვენტუსის დატოვებასა და ჯენოაში დაბრუნებას გეგმავს.

პერინის წასვლის შემთხვევაში, იუვენტუსს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ორი კიპერის გაფორმება მოუწევს, რადგან გუნდი მიკელე დი გრეგორიოს შენარჩუნებას არ აპირებს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).