TuttoJuve

Juve per sempre sarà

არა იუვენტუსს, პალესტრა ინტერს უახლოვდება

ატალანტას ტალანტი მარკო პალესტრა დიდი ალბათობით კარიერას ინტერში გააგრძელებს.

იტალიელი ფეხბურთელი იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნე იყო, თუმცა ნერაძური მის ტრანსფერზე რამდენიმე კვირაა აქტიურად მუშაობს და ფეხბურთელის გაფორმებასთან ახლოს არის.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ინტერი მზად არის, ატალანტას პალესტრას სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაუხადოს, იუვენტუსი კი ამ მომენტისთვის ანალოგიური წინადადების გაკეთებას ვერ შეძლებს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).