TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსის გაუმჯობესებული წინადადება ვლაჰოვიჩს…

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტის მოთხოვნით, იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის შენარჩუნებას ცდილობს.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი სერბ ფორვარდს კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივებას სთავაზობს. იუვენტუსი მზად არის, მას გარანტირებულად 6 მილიონი გადაუხადოს, რასაც გუნდური და ინდივიდუალური მიღწევების შესაბამისად ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონი ევრო დაემატება.

დუშანი თავის მხრივ გარანტირებულად 8 მილიონი ევროს მიღებას ითხოვს, რის გადახდასაც იუვენტუსი არ აპირებს და სერბის საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).