TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

აჯიჩი:“ იუვეში თამაში უდიდესი პატივია, ჩემი კუმირი ?…“

იუვენტუსის ახალწვეულმა ვასილიე აჯიჩმა, ვინც თავი ვარჯიშებზე შესანიშნავად წარმოაჩინა და დიდი ალბათობით მომდევნო სეზონში ძირითად გუნდში დარჩება, საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„რას ნიშნავს იუვენტუსში თამაში ? ეს ძალიან დიდი პატივი და წარმოუდგენელი გრძნობაა. იყო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გუნდის წევრი ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა.

„მოტას სიტყვები ჩემს შესახებ (იხილეთ აქ) ? მე ეს ძალიან მესიამოვნა. ტიაგო ლეგენდარული ფეხბურთელი და შესანიშნავი მწვრთნელია და მისგან საქებარი სიტყვების მოსმენა სასიამოვნოა.

„ჩემი კუმირები ? მესი, იუვენტუსის ფეხბურთელებიდან კი ზიდანს ვაკვირდებოდი, ის დიდებულია.

„ჩემი მიზნები მომდევნო სეზონში ? ჩემი მთავარი მიზანი მუშაობისა და განვითარების გაგრძელებაა.

„მიმართვა ქომაგებს ? მადლობა თბილი დახვედრისთვის, ვეცდები თქვენი მოლოდინები მოედანზე კარგი თამაშით გავამართლო.

„რატომ იუვე ? ეს ძალიან მარტივი არჩევანი იყო. იუვე იტალიაში უდიდესი, მსოფლიოში კი ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, რომლისთვის უარის თქმა წარმოუდგენელია.“