იუვენტუსი ესპანელი ტალანტის ტრანსფერით ინტერესდება
იუვენტუსი ესპანეთის მეორე დივიზიაში მოასპარეზე დეპორტივო ლა კორუნიაში მოთამაშე იერემაი ერნანდესის ტრანსფერით ინტერესდება.
ტურინული გრანდი შემტევი ნახევარმცველის ძიებას აგრძელებს და იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუიჯი ლონგარის ცნობით, მათ ერთ-ერთი სამიზნე 23 წლის ესპანელია, რომელსაც როგორც ცენტრში, ასევე ფლანგებზე შეუძლია თამაში.
იუვენტუსს ესპანელის გაფორმება, რომელმაც გასული სეზონი 11 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით დაასრულა, დაახლოებით 25-30 მილიონ ევროდ შეეძლება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
