იუვემ ვიკარიოს აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო
SportMediaset-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა ტოტენჰემის კარის დარაჯის გილერმო ვიკარიოს აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო.
ტურინული გრანდის პრიორიტეტად დიბუ მარტინესი რჩება, თუმცა ასტონ ვილასთან მიმდინარე რთული მოლაპარაკებების ფონზე, იუვე ალტერნატიულ ვარიანტებზეც მუშაობს.
ვიკარიოს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იტალიაში დაბრუნება სურს და მასთან პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმების მიღწევა რთული არ იქნება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
