TuttoJuve

Juve per sempre sarà

პსჟ კოლო მუანის თაობაზე დათმობაზე წასვლას არ აპირებს

იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის რანდალ კოლო მუანის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

Sky Sport-ის ცნობით, პარიზელები კოლოს სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვენ და დათმობაზე წასვლას არ აპირებენ, იუვენტუსი კი მიიჩნევს, რომ ფორვარდის სანაცვლოდ, რომელიც პსჟ-ს გეგმებში არ შედის და რომელმაც გასულ სეზონში მხოლოდ 5 გოლი გაიტანა ამ თანხის გადახდა არ ღირს.

კოლოს იუვენტუსში დაბრუნება უნდა და მასთან პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე არსებობს, მაგრამ ტურინული გრანდი მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს არ გადაიხდის.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).