TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე პალესტრას მიმართ ინტერესს ინარჩუნებს

Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ატალანტას იტალიელი ტალანტის მარკო პალესტრას მიმართ ინტერესს არ კარგავს.

21 წლის ფეხბურთელის გაფორმებას არაერთი ევროპული გუნდი, მათ შორის მანჩესტერ სიტი და ჩელსი ცდილობს, თუმცა ფეხბურთელის პრიორიტეტი სერია ა-ში დარჩენაა.

წყაროს ცნობით, იტალიაში პალესტრას ტრანსფერში იუვენტუსს კონკურენციას ინტერი უწევს. ტურინული გრანდი მარკოს სანაცვლოდ ატალანტას მიერ მოთხოვნილი 45-50 მილიონის გადახდას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ გუნდს ანდრეა კამბიაზო დატოვებს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).