კაპელო:” კარნევალი იუვენტუსისთვის შესანიშნავი დანამატია“
ფაბიო კაპელომ იუვენტუსში მიმდინარე ცვლილებები შეაფასა.
„ჯოვანი კარნევალი იუვენტუსისთვის შესანიშნავი დანამატია. მან სასუოლოში თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა, იცნობს იტალიურ ფეხბურთს და სარგებლობს ძალიან კარგი რეპუტაციით, ის და ისეთი შესანიშნავი მწვრთნელი როგორიც ლუჩიანო სპალეტია, იუვენტუსს მომდევნო სეზონისთვის ძალიან კარგ პოზიციაში აყენებენ.
„სპალეტი-კარნევალის დუეტი სერია ა-ს კარგად იცნობს და ვფიქრობ, ჩვენ მომდევნო სეზონში ორგანიზებულ და სტრუქტურულად გამართულ გუნდს ვიხილავთ.“
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
