კარნევალის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მარტინესის ტრანსფერის დახურვაა
ჯოვანი კარნევალი კონტინასას ბაზაზე გამოცხადდა და იუვენტუსის გენერალური დირექტორის ამპლუაში მუშაობას ოფიციალურად შეუდგა.
Sky Sport-ის ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტის ერთ-ერთი პრიორიტეტი გუნდში ახალი კარის დარაჯის მიყვანაა.
წყაროს ცნობით, ასტონ ვილას დიბუ მარტინესი იუვენტუსის მთავარ სამიზნედ რჩება. ტურინულ გრანდსა და არგენტინელ კიპერს შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე არსებობს. ინგლისელები არგენტინელის სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვენ, იუვენტუსი კი მის 10 მილიონად გაფორმებას ეცდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
