იუვენტუსის ახალი წინადადება ვლაჰოვიჩს…
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩთან მოლაპარაკებების განახლებას და მისთვის ახალი წინადადების გაკეთებას გეგმავს.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, სპალეტიმ კარნევალის ვლაჰოვიჩის შენარჩუნება სთხოვა, ამ ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ იუვენტუსმა ალექსანდერ სორლოთის ტრანსფერის ფინანსური ასპექტები გააანალიზა და გადაწყვიტა, რომ ვლაჰოვიჩის შენარჩუნება და პოტენციურად მომავალში მისი გაყიდვა გუნდისთვის უფრო მომგებიანი იქნება.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი მზად არის, სერბს წლიურად გარანტირებულად 6 მილიონი ევრო შესთავაზოს, რასაც პირადი მიღწევების შესაბამისად ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონი დაემატება. ამის გარდა, იუვენტუსი ფეხბურთელსა და მის აგენტს ერთჯერადი ბონუსის სახით დამატებით 10 მილიონ ევროს სთავაზობს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
