ვლაჰოვიჩს იუვენტუსში დარჩენა უნდა
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩი იუვენტუსთან მოლაპარაკებების განახლებისა და ტურინულ გრანდში დარჩენის წინააღმდეგი არ არის.
წყაროს ცნობით, ლუჩიანო სპალეტიმ ჯოვანი კარნევალის დაუდასტურა, რომ მისი პრიორიტეტი შეტევაში ვლაჰოვიჩის შენარჩუნებაა და იტალიელი სპეციალისტი მზად არის, სერბთან მოლაპარაკებები განაახლოს.
ალბანეზეს თქმით, ვლაჰოვიჩს იუვენტუსში დასარჩენად ფინანსური მოთხოვნების შემცირება მოუწევს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
