TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი გალენოს თაობაზე პირველ წინადადებას ამზადებს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი პორტუს ვინგერის გალენოს მიმართ სერიოზულია და ტურინული გრანდი პორტუგალიელებთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება.

წყაროს ცნობით, ბიანკონერი ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარით აყვანას ეცდება, მისი შედმგომში 30-35 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით.

გალენოს მსურველები ინგლისშიც ჰყავს, მაგრამ წყაროს ცნობით, 26 წლის ბრაზილიელს ტიაგო მოტასთან ერთად მუშაობა უნდა და მისი პრიორიტეტი იუვენტუსში გადასვლაა.