იუვენტუსმა მსურველებს ჰეისენის ფასი შეუთვალა
გასულ დღეებში დინ ჰეისენი არაერთ გუნდს დაუკავშირეს და დიდი ალბათობით ესპანელი ტალანტი გუნდს უახლოეს დღეებში დატოვებს.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ბიანკონერი ჰეისენის გაშვებას დაახლოებით 18-19 მილიონი ევროს სანაცვლოდ გეგმავს, რასაც მომავალში ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში სრული თანხის 20 პროცენტი დაემატება.
ჰეისენს მსურველები გერმანიაში, საფრანგეთსა და ინგლისში ჰყავს.