TuttoJuve

Juve per sempre sarà

აჯიჩი კალიარის უახლოვდება

ვასილიე აჯიჩი დიდი ალბათობით კარიერას კალიარის რიგებში გააგრძელებს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მონტენეგროელი ფეხბურთელი კალიარის 1-წლიანი მშრალი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივის გარეშე, რაც მას მომდევნო სეზონში თამაშის პრაქტიკის მიღების საშუალებას მისცემს.

წყაროს ცნობით, აჯიჩის გაფორმებას კიდევ რამდენიმე იტალიური გუნდი ცდილობს და არ არის გამორიცხული, ვასილიე რომელიმე სხვა გუნდს შეუერთდეს, მაგრამ ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად კალიარი აქტიურობს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).