TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჯედ სპენსი კამბიაზოს ერთ-ერთი პოტენციური შემცვლელია

იუვენტუსი ანდრეა კამბიაზოს პოტენციური შემცვლელების ძიებას აქტიურად აგრძელებს და ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე ტოტენჰემის ჯედ სპენსია.

SportMediaset-ის ინფორმაციით, 25 წლის ინგლისელი ფეხბურთელი ლუჩიანო სპალეტის ერთ-ერთი ფავორიტია და კამბიაზოს წასვლის შემთხვევაში იუვენტუსი ტოტენჰემთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.

ლონდონელები ჯონათან დევიდის ტრანსფერით ინტერესდებიან და არ არის გამორიცხული, გუნდებმა ბარტერი განიხილონ.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).