იუვე კამბიაზოს ერთ-ერთ შემცვლელად ტავარეშს მოიაზრებს
იუვენტუსი ანდრეა კამბიაზოს პოტენციური შემცვლელების ძიებას აგრძელებს და ალფრედო პედულას ინოფრმაციით, ერთ-ერთი ასეთი ლაციოს უკანახაზელი ნუნუ ტავარეშია.
26 წლის პორტუგალიელს ლაციოს დატოვება სურს და ანდრეა კამბიაზოს გაყიდვის შემთხვევაში ის იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნე იქნება.
პედულას თქმით, იუვენტუსს პორტუგალიელის გაფორმება დაახლოებით 20 მილიონი ევრო დაუჯდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
