TuttoJuve

Juve per sempre sarà

ამ მომენტისთვის ვლაჰოვიჩის იუვენტუსში დაბრუნება რთულად წარმოსადგენია

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსიდან დამიენ კომოლის წასვლის მიუხედავად, დუშან ვლაჰოვიჩის სიტუაცია უცვლელი რჩება.

წყაროს ცნობით, მოლაპარაკებების დროს მთავარი პრობლემა სერბი ფეხბურთელის ფინანსური მოთხოვნები იყო და თუ ის მნიშვნელოვან დათმობაზე არ წავა, იუვენტუსი სერბთან მოლაპარაკებების განახლებას არ აპირებს.

ვლაჰოვიჩი პარალელურად ახალი გუნდის ძებნას აგრძელებს, თუმცა ამ მომენტისთვის მისთვის მოთხოვნილი ხელფასისა და ბონუსების გადახდას არც ერთი დაინტერესებული გუნდი არ აპირებს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).