რეინდერსი იუვენტუსის სიაში რჩება
ტიჯანი რეინდერსი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში რჩება, თუმცა ამ ტრანსფერის განხორციელება სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს იქნება რეალური.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, სიტი რეინდერსის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა პრობლემა როგორც მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 50 მილიონი, ასევე ნიდერლანდელის მაღალი ხელფასი – 8 მილიონია.
იუვენტუსი ამ მომენტისთვის რეინდერსის საბოლოოდ გაფორმებას ვერ შეძლებს, ამიტომ ტურინული გრანდის გეგმა სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარაა, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
