კარნევალის იუვენტუსში მაქსიმალურად ბევრი იტალიელის ხილვა სურს
ჯოვანი კარნევალიმ იუვენტუსის გენერალური დირექტორის პოზიცია რამდენიმე საათის წინ ჩაიბარა და იტალიელი სპეციალისტი მუშაობას უკვე შეუდგა.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ის ლუჩიანო სპალეტისთან შეხვედრას უახლოეს საათებში გამართავს და გუნდი მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის სტრატეგიაზე შეჯერედება.
წყაროს ინფორმაციით, კარნევალის პრიორიტეტი ხანგრძლივ პერსპექტივაში გუნდში მაქსიმალურად ბევრი იტალიელი ფეხბურთელის გაფორმება იქნება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
