იუვენტუსსა და რეალს შორის გარსიას თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი და რეალი ახალგაზრდა ფორვარდის გონსალო გარსიას თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
წყაროს ცნობით, რეალი მზად არის, ესპანელი ფეხბურთელი 1-წლიანი იჯარით გაუშვას, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა კონტრაქტში ითხოვს პუნქტის ჩადებას, რომელიც ესპანურ გრანდს ფეხბურთელის უკან გამოსყიდვის შესაძლებლობას მისცემს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
