TuttoJuve

Juve per sempre sarà

კომოლის წასვლამ შესაძლოა ვლაჰოვიჩის იუვენტუსში დარჩენის შესაძლებლობა გააჩინოს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დამიენ კომოლის იუვენტუსიდან წასვლამ შესაძლოა დუშან ვლაჰოვიჩის ტურინულ გრანდში დარჩენის შესაძლებლობა გააჩინოს.

რომანოს თქმით, ვლაჰოვიჩი გასულ კვირებში ინგლისურ და ესპანურ გუნდებს შესთავაზეს, თუმცა ჯერჯერობით მისი მოთხოვნილი ხელფასის გადახდას არც ერთი მათგანი არ აპირებს.

წყაროს ცნობით, თუ სერბი ფინანსურ მოთხოვნებს შეამცირებს, ჯოვანი კარნევალიმ შესაძლოა მასთან მოლაპარაკებები განაახლოს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).