მარტინესის აგენტი ასტონ ვილას მოთხოვნილი თანხის შემცირებას სთხოვს
იტალიელი ჟურნალისტის მიკელე დე ბლაზისის ინფორმაციით, დიბუ მარტინესს ასტონ ვილას დატოვება და კარიერის იუვენტუსში გაგრძელება სურს.
წყაროს ცნობით, ალისონისგან განსხვავებით, არგენტინელი ფეხბურთელის აგენტი ინგლისელებთან მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებს და ცდილობს, მოთხოვნილი 15 მილიონი დაახლოებით 10 მილიონამდე შეამციროს.
იუვენტუსსა და დიბუ მარტინესს შორის პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია და არგენტინელის პრიორიტეტი კარიერის ტურინულ გრანდში გაგრძელებაა.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
