TuttoJuve

Juve per sempre sarà

არტურის გაფორმების სურვილი ბეშიქთაშმა გამოთქვა

იუვენტუსსა და გრემიოს შორის არტურის თაობაზე მოლაპარაკებები ჯერჯერობით უშედეგოდ გრძელდება.

ტურინული გრანდი 29 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდაზეც ბრაზილიელები ჯერჯერობით უარზე არიან.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, არტურის ტრანსფერით თურქული ბეშიქთაში ინტერესდება და თუ იუვენტუსსა და გრემიოს შორის შეთანხმება ვერ შედგა, თურქები მოთხოვნილი თანხის გადახდაზე უარს არ იტყვიან.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).