იუვენტუსი ფრანკფურტის თურქი ტალანტით ინტერესდება
იუვენტუსი ფრანკფურტის ფეხბურთელის ჩან უზუნის ტრანსფერით ინტერესდება.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ტურინული გრანდის სკაუტები 20 წლის შემტევი ნახევარმცველის რამდენიმე მატჩს უკვე დაესწრნენ და ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილები დარჩნენ.
უზუნმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
