აჯიჩის მიმართ ინტერესს 4 გუნდი იჩენს
ვასილიე აჯიჩი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის რიგებს დატოვებს.
მონტენეგროელ ფეხბურთელს მეტი სათამაშო დროის მიღება სურს და მისი გაშვების წინააღმდეგი არც იუვენტუსი იქნება.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ვასილიეს გაფორმების სურვილი კალიარიმ, ლეჩემ, სასუოლომ და პარმამ გამოთქვეს.
იუვენტუსი აჯიჩის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რასაც მომავალშ მისი გაყიდვის შემთხვევაში თანხის 20-30 პროცენტი დაემატება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
