TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე და ინტერი კამბიაზო-ფრატეზის ბარტერს განიხილავენ

ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსი და ინტერი კამბიაზო-ფრატეზის ბარტერს აქტიურად განიხილავენ.

წყაროს ცნობით, ინტერი კამბიაზოს მიმართ ინტერესს დიდი ხანია იჩენს და ტრანსფერში ფრატეზის ჩართვის წინააღმდეგი არ არის.

იუვენტუსი ამ მომენტისთვის ნახევარდაცვის გასაძლიერებლად სხვა ფეხბურთელებზე მუშაობს, თუმცა თუ საბოლოო ჯამში გუნდმა არჩევანი ფრატეზიზე შეაჩერა, აღნიშნული ბარტერი რეალური გახდება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).