TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსსა და ატლეტიკოს შორის ფინანსურ ასპექტებზე შეთანხმება ვერ ხერხდება

იუვენტუსსა და ატლეტიკოს შორის ალექსანდერ სორლოთის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ტურინულ გრანდს ნორვეგიელი ფორვარდის გაფორმება ბონუსების ჩათვლით 27-28 მილიონად სურს, ატლეტიკო კი 30 წლის შემტევს 35-40 მილიონად აფასებს.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და იუვენტუსს ტრანსფერის უმოკლეს დროში დახურვის იმედი აქვს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).