პსჟ კოლო მუანის ტრანსფერში სხვა ფეხბურთელის ჩართვას არ განიხილავს
იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის რანდალ კოლო მუანის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
Tuttosport-ის ინფორმაციით, პარიზული გუნდი კოლოს ტრანსფერში სხვა ფეხბურთელის ჩართვის, მათ შორის ჯონათან დევიდის განხილვას არ აპირებს.
გამოცემის ცნობით, პარიზელები მზად არიან, კოლო 1-წლიანი იჯარით გაუშვან, მისი შემდგომში 35 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
