TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსს ბენფიკას ნახევარმცველი შესთავაზეს

იტალიელი ჟურნალისტის მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსს ბენფიკას ნახევარმცველი რიჩარდ რიოსი შესთავაზეს.

კოლუმბიელმა ფეხბურთელმა პორტუგალიაში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა, 6 საგოლე გადაცემა გააკეთა და არაერთი გრანდის ინტერესი დაიმსახურა.

წყაროს ცნობით, იუვენტუსს 26 წლის ფეხბურთელის გაფორმება დაახლოებით 40 მილიონი ევრო დაუჯდება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).