სორლოთი სამედიცინო შემოწმებას ამერიკაში გაივლის
იუვენტუსი ალექსანდერ სორლოთის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და La Stampa-ს ინფორმაციით, მოლაპარაკებები ტურინულ გრანდსა და ესპანელებს შორის პოზიტიურად ვითარდება.
წყაროს ცნობით, სორლოთს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე მოცდა არ სურს, ამიტომ გუნდებს შორის შეთანხმების შემდეგ ის სამედიცინო შემოწმებას იუვენტუსის სამედიცინო შტაბის წევრის თანხლებით ამერიკაში გაივლის, სადაც ნორვეგია მუნდიალის მოლოდინშია.
მოსალოდნელია, რომ იუვენტუსი სორლოთის სანაცვლოდ დაახლოებით 25-30 მილიონს გადაიხდის. ის ტურინელებთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით. ნორვეგიელი წლიურად 4 მილიონს მიიღებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
