ოპენდას გასაფორმებლად 3 გუნდი იბრძოლებს
ლოი ოპენდას მიმართ ინტერესს 3 გუნდი იჩენს.
Tuttomercato-ს ცნობით, ბელგიელის იჯარაზე ლანსი, მონაკო და ევერტონი მუშაობენ, თუმცა ბოლო დღეებში ყველაზე მეტად მონეგასკები აქტიურობენ.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი ოპენდას ფასიანი იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
