TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე პერინის გადაწყვეტილების მოლოდინშია

იუვენტუსი იტალიელი კიპერის მატია პერინის საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია.

ნიკოლო სკირას ცნობით, თუ პერინი გუნდში დარჩება და მეორე მეკარის ამპლუას დათანხმდება, იუვენტუსი მას კონტრაქტს 1 წლით, 2028 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივებს.

წყაროს ინფორმაციით, პერინს მეტი სათამაშო დროის მიღება სურს და მისი წასვლა გამორიცხული არ არის.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).