იუვენტუსი გარსიას მიმართ ინტერესს არ კარგავს
იუვენტუსი რეალის ფორვარდის გონსალო გარსიას მიმართ ინტერესს არ კარგავს.
ტურინული გრანდი ატლეტიკოდან ალექსანდერ სორლოთის გაფორმებასთან ახლოს არის, მაგრამ იუვე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს.
Tuttomercato-ს ცნობით, იუვენტუსის პრიორიტეტი კვლავ რანდალ კოლო მუანია, მაგრამ პსჟ ფრანგის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც ტურინული გრანდი ფეხბურთელში, რომელმაც გასულ სეზონში მხოლოდ 5 გოლი გაიტანა, არ აპირებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
