TuttoJuve

Juve per sempre sarà

დელ პიერო:“ პრეზიდენტობა ან სხვა პოზიცია იუვეში ? მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ ტურინული გრანდის რიგებში შესაძლო დაბრუნება არ გამორიცხა.

„პრეზიდენტობა ან სხვა როლი იუვენტუსში ? ჩემს მიმართ არსებული მოლოდინები ჩემთვის ზედმეტი ტვრითი არასოდეს ყოფილა, ეს პასუხისმგებლობაა.

„იუვენტუსის ქომაგებისგან თბილ დამოკიდებულებას დღესაც ვგრძნობ, ჩვენ ეს ურთიერთობა 19 წლის განმავლობაში შევქმენით, გამარჯვებებისა და რთული გადაწყვეტილებების თანხლებით.

„ურთიერთობა ანიელების ოჯახთან ? ჩვენ გარკვეული რთული მომენტები გვქონდა, მაგრამ ურთიერთობა ყოველთვის ღია და სწორხაზოვანი იყო. ის, რაც ამ ოჯახმა იუვენტუსისთვის გააკეთა წარმოუდგენელია, ისინი გუნდის ინტერესებს ყოველთვის იცავდნენ და რთულ მომენტებში იუვენტუსის გვერდით იდგნენ.“

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).