სპალეტი დევიდის შენარჩუნების წინააღმდეგი არ არის
ლუჩიანო სპალეტი მომდევნო სეზონში ჯონათან დევიდის გუნდში დარჩენის წინააღმდეგი არ არის.
მირკო დი ნატალეს ცნობით, სპალეტი მიიჩნევს, რომ დევიდს გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე მან გასულ სეზონში აჩვენა, ამიტომ მისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემაზე უარს არ იტყვის.
წყაროს ინფორმაციით, თუ იუვენტუსი შესაბამის წინადადებას მიიღებს, კანადელი გუნდს დატოვებს, თუმცა ტურინული გრანდი მისთვის ახალი გუნდის აქტიურად ძებნას არ აპირებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
