იუვე და სორლოთი 4-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსმა ალექსანდერ სორლოთთან პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.
წყაროს ცნობით, ნორვეგიელი ფორვარდი იუვენტუსთან კონტრაქტს 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და მისი გასამრჯელო სეზონში 4 მილიონი ევრო იქნება.
დი ნატალეს თქმით, მხარეები ბოლო დეტალებს ათანხმებენ, რის შემდეგაც იუვენტუსი ატლეტიკოს პირველი ოფიციალური წინადადებით მიმართავს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
