TuttoJuve

Juve per sempre sarà

ნაპოლი ლობოტკას გაყიდვის წინააღმდეგი არ არის

ნეაპოლიტანური გამოცემა Il Mattino-ს ინფორმაციით, ნაპოლი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სტანისლავ ლობოტკას გაყიდვაზე უარს არ იტყვის.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 25 მილიონია, თუმცა ამ პუნქტის გააქტიურება მხოლოდ არაიტალიურ გუნდებს შეუძლიათ.

გამოცემის ინფორმაციით, ლობოტკას გაფორმება იუვენტუსს სურს, თუმცა დე ლაურენტისი სლოვაკს ტურინში 35-40 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).