იუვენტუსში კიელინის გავლენა საგრძნობლად გაიზარდა
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსში ჯორჯო კიელინი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ხდება.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, კიელინი სპალეტისა და კომოლის შორის ერთგვარი ხიდის როლს თამაშობს და მისი აზრი გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაში ერთ-ერთი გადამწყვეტია.
მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლებში კიელინის როლი უფრო გაიზრდება და გამოცდილების მიღების პარალელურად, ის სავარაუდოდ იუვენტუსის გეენრალური დირექტორი გახდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
