კომომ კამბიაზოს თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა
კომოს ინტერესი ანდრეა კამბიაზოს მიმართ სერიოზულია და სესკ ფაბრეგასის გუნდმა ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი ანდრეას სანაცვლოდ 30-35 მილიონს ითხოვს, რისი გადახდაც კომოსთვის მარტივი არ იქნება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე გასულ გუნდს შემადგენლობის გაძლიერება სურს და არ არის გამორიცხული, ამ თანხის გადახდას დათანხმდეს.
თავად კამბიაზოს უფრო ამბიციურ გუნდში გადასვლა უნდა და იმედი აქვს, მომდევნო კვირებში მის გაფორმებას ბარსელონაც ეცდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
