იუვენტუსი მენიანის სიტუაციას აკვირდება
იუვენტუსი ახალი კარის დარაჯის ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდის პოტენციური სამიზნეების სიას მილანის კიპერი მაიკ მენიანი შეუერთდა.
Tuttomercato-ს ცნობით, მილანიდან მაქს ალეგრისა და იგლი ტარეს წასვლის შემდეგ ფრანგი ფეხბურთელის ლომბარდიულ გრანდში დარჩენა გარანტირებული არ არის.
წყაროს ცნობით, თუ მაიკმა მილანის დატოვება გადაწყვიტა, მისი ერთ-ერთი მსურველი სწორედ იუვენტუსი იქნება. 30 წლის კარის დარაჯი დაახლოებით 20-25 მილიონად არის შეფასებული.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
