სპალეტიმ სორლოთთან უკვე ისაუბრა
ატლეტიკოს ფორვარდი ალექსანერ სორლოთი იუვენტუსის პრიორიტეტული სამიზნე ხდება.
Sky Sport-ის ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტისა და ნორვეგიელ ფორვარდს შორის სატელეფონო საუბარი უკვე გაიმართა, რომელმაც პოზიტიურად ჩაიარა.
წყაროს ცნობით, სპალეტი სორლოთს მისი გამოცდილებისა და ფიზიკური მახასიათებლების გამო გუნდის შეტევის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს.
ატლეტიკო ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
