გალათასარაი ხეფრენ ტურამის ტრანსფერით ინტერესდება
თურქული მედიის ცნობით, გალათასარაი იუვენტუსის ნახევარმცველის ხეფრენ ტურამის ტრანსფერით ინტერესდება.
გამოცემა Fanatik-ის ინფორმაციით, თურქულმა გუნდმა ფრანგი ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი ტურამის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება, თუ მის სანაცვლოდ რომელიმე დაინტერესებული გუნდი 45-50 მილიონ ევროს გადაიხდის.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
