TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ბოგას უახლოეს საათებში ოფიციალურად გამოისყიდის

იუვენტუსი ჟერემი ბოგას გამოსასყიდი თანხის გადახდას და მის შენარჩუნებას გეგმავს.

რომეო აგრესტის ინფორმაციით, ტურინულმა გრანდმა ბოგას წარმომადგენლებს აცნობა, რომ გუნდი ფეხბურთელის გამოსყიდვას გეგმავს.

იუვენტუსს ნიცასთვის ბოგას სანაცვლოდ 4.8 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ის გუნდთან კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს და გასამრჯელოს სახით 2.4 მილიონ ევროს მიიღებს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).